დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 17 თებერვლის №1-1/241 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/705 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110506017, 10/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270070000.22.024.016074 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/705
2011 წლის 6 მაისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 17 თებერვლის №1-1/241 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 17 თებერვლის №1-1/241 ბრძანებაში (სსმ, 18.02.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ”;
ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები №1, №2 და №3 დანართის შესაბამისად.”;
გ) ბრძანების დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
დ) ბრძანების დანართი №4 ამოღებულ იქნეს.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ბრძანების პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტი გავრცელდეს 2011 წლის 9 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, ხოლო ბრძანების პირველი პუნქტის „ა”, „ბ” და „დ” ქვეპუნქტები გავრცელდეს 2011 წლის 15 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
მინისტრის პირველი მოადგილე ა. კეკელია
დანართი №1
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| № | საშტატო ერთეული | თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობა |
| 1 | ადმინისტრაციის უფროსი | 2500 |
| 2 | ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე | 1900 |
| 3 | დეპარტამენტის უფროსი | 1900 |
| 4 | შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი | 2100 |
| 5 | ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსი | 1900 |
| 6 | დეპარტამენტის უფროსის მოადგილე | 1500 |
| 7 | ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე | 1500 |
| 8 | სამსახურის უფროსი | 1900 |
| 9 | მინისტრის მრჩეველი | 1700 |
| 10 | სამმართველოს უფროსი | 1400 |
| 11 | სამმართველოს უფროსის მოადგილე | 1200 |
| 12 | ადმინისტრაციის სამმართველოს უფროსი | 1400 |
| 13 | ადმინისტრაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე | 1200 |
| 14 | სამდივნოს უფროსი | 1400 |
| 15 | მინისტრის უფროსი თანაშემწე | 1300 |
| 16 | მინისტრის თანაშემწე | 1200 |
| 17 | მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე | 1200 |
| 18 | მინისტრის მოადგილის თანაშემწე | 1200 |
| 19 | მთავარი ბუღალტერი | 1400 |
| 20 | მთავარი ბუღალტრის მოადგილე | 1200 |
| 21 | განყოფილების უფროსი | 1100 |
| 22 | მთავარი სპეციალისტი | 960 |
| 23 | მთავარი ინსპექტორი | 960 |
| 24 | უფროსი სპეციალისტი | 900 |
| 25 | საქმისმწარმოებელი | 840 |
|
26 | დამხმარე მოსამსახურე ( I კატეგორია) დამხმარე მოსამსახურე (II კატეგორია) დამხმარე მოსამსახურე (III კატეგორია) | 830 770 372 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები