საერთო კრების, დღის წესრიგისა და რეკომენდაციების შესახებ

  • Word
საერთო კრების, დღის წესრიგისა და რეკომენდაციების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ს.ს. "თელიანი ველი"
მიღების თარიღი 06/05/2011
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110506016, 10/05/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
06/05/2011
ვებგვერდი, 110506016, 10/05/2011
საერთო კრების, დღის წესრიგისა და რეკომენდაციების შესახებ
ს.ს. "თელიანი ველი"

                                                                              

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სს „თელიანი ველის” აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

2011 წლის 31 მაისს, დღის 18:00 საათზე, თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირ №2-ში მოწვეულია სააქციო საზოგადოება „თელიანი ველის” აქციონერთა მორიგი საერთო კრება.

სააქციო საზოგადოება „თელიანის ველის” სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საერთო კრების სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2011 წლის 18 აპრილი.

 

დღის წესრიგი:

1. 2010 წლის წლიური ანგარიში:

ა) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ ჩატარებული 2010 წლის წლიური ფინანსური შედეგების წარმოდგენა;

ბ) მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

2. გენერალური დირექტორის ანგარიშის დამტკიცება.

3.სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელება.

4. სხვადასხვა.

 

რეკომენდაციები

დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:

დამტკიცდეს 2010 წლის წლიური ანგარიში.

დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:

დამტკიცდეს გენერალური დირექტორის 2010 წლის ანგარიში.

დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:

შევიდეს ცვლილება სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში, კერძოდ, სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გამოწვეულ იქნენ ბატონები: ელი ენოხი და ზაზა ბიბილაშვილი და დაინიშნონ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები: ბ-ნი გიორგი ვახტანგიშვილი და ბ-ნი მურთაზ კიკორია. აღნიშნული ცვლილების საფუძველზე სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი სახით:

● არსებული წევრი - პოლ როძიანკო (Paul Rodzianko)

არსებული წევრი - დავიდ ოსტბი

არსებული წევრი - ირაკლი ბურდილაძე

ახალი წევრი - გიორგი ვახტანგიშვილი

ახალი წევრი - მურთაზ კიკორია

სს „თელიანი ველის” აქციონერთა მორიგი საერთო კრება გაიმართება მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №2, მე-5 სართული. აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2010 წლის 31 მაისს 17:00 საათზე. სააქციო საზოგადოება „თელიანი ველისმორიგ საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნეს სააქციო საზოგადოება „თელიანი ველის“ აქციების რეგისტრატორთან სს „კავკასრეესტრში” 2011 წლის 21 მაისიდან შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა.

გენერალური დირექტორი შ. ხობელია