”წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”. წალენჯიხის მუნიციპა–ლიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის № 24 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
”წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”. წალენჯიხის მუნიციპა–ლიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის № 24 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/04/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110506014, 11/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 05/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016063
  • Word
17
28/04/2011
ვებგვერდი, 110506014, 11/05/2011
010260020.35.104.016063
”წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”. წალენჯიხის მუნიციპა–ლიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის № 24 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №17

2011 წლის 28 აპრილი

ქ. წალენჯიხა

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №24 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

„ნორამატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

    მუხლი 1

შეტანილ იქნეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №24 დადგენილებით (სსმ V, 29.11.2010 წ., №56,მუხ.1655) დამტკიცებულ დებულებაში შემდეგი დამატებები:

1. დებულების მე-2 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან – განყოფილებებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილება.

ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმარების, ქონების მართვისა და სტატისტიკური  აღრიცხვის განყოფილება”.

 2. დებულებას დაემატოს 4 1 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 41. სამსახურის ეკონომიკური განვითარების დაგეგმარების, ქონების მართვისა და სტატისტიკური აღრიცხვის განყოფილება

სამსახურის ეკონომიკური განვითარების ქონების მართვისა და სტატისტიკური აღრიცხვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;

ბ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;

დ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საწარმოთა წილების, ფასიანი ქაღალდების, აქციების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;

ე) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის  ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;

ვ) სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას;

ზ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციების მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხზე;

თ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;

ი) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას;“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი,

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე      ა. გაბელია