დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 31 დეკემბრის №344 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 06/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110506012, 10/05/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016027 |
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №31/04
2011 წლის 6 მაისი
ქ. თბილისი
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 31 დეკემბრის №344 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 31 დეკემბრის №344 ბრძანებაში (სსმ III, 08.01.2008, №2, მუხ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. ბრძანებას დაემატოს შემდეგი რედაქციის 31 პუნქტი:
„31. 2011 წლის 10 მაისიდან ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟებასთან დაკავშირებული მოთხოვნები გავრცელდეს თელავის, სიღნაღის, გურჯაანის, რუსთავის, მარნეულის, გარდაბნის, გორის, კასპის, ხაშურის, ბორჯომის, ახალციხის, ახალქალაქის, სამტრედიის, ქუთაისის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდის, ფოთის, სენაკის, ოზურგეთის, ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაურის თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციულ საზღვრებში განთავსებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებზე.“.
2. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა განთავსდეს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შიგნით და გარეპერიმეტრზე. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შიგნით უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს ვალუტის გადამცვლელ პუნქტში შემომსვლელი პირების ვიზუალურად დანახვა.“.
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 31 პუნქტი:
„31. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის გათიშვის ან/და ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაზიანების გამო ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართულ მუშაობას, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაზიანება უნდა აღმოფხვრას გონივრულ ვადებში.“.
მუხლი 2. ამ ბრძანების ამოქმედებამდე თელავის, სიღნაღის, გურჯაანის, რუსთავის, მარნეულის, გარდაბნის, გორის, კასპის, ხაშურის, ბორჯომის, ახალციხის, ახალქალაქის, სამტრედიის, ქუთაისის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდის, ფოთის, სენაკის, ოზურგეთის, ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაურის თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულმა ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა 2011 წლის 31 მაისამდე უზრუნველყონ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟება.
მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქადაგიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები