„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N6 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N6 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/04/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110506011, 13/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.112.016040
  • Word
18
29/04/2011
ვებგვერდი, 110506011, 13/05/2011
280010000.35.112.016040
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N6 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №18

2011 წლის 29 აპრილი

 ქ. ლანჩხუთი

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის 6 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის 6 დადგენილებაში (სსმ, ვებპორტალი 110228035, 09/03/2011წ.) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

  ა) დადგენილების თანდართული წესის 1-ლი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 1. ფულადი სოციალური დახმარების სახეები

ე) სასწრაფო და გადაუდებელი ოპარაციების თანადაფინანსების, ერთჯერადი სამედიცინო და მედიკამენტებით დახმარების პროგრამა.“;

ბ) დადგენილების თანდართული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა

„1. სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად დაინტერესებული პირი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს (საკრებულოს თავმჯდომარე), რომელიც იღებს გადაწყვეტილებას დახმარების დანიშვნის ან მიღების თაობაზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.;

გ) დადგენილების თანდართული წესის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

4. მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების პროგრამის განსახორციელებელი სკოლები განისაზღვრება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ლანჩხუთის რესურსცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. პროგრამის განხორციელების აუცილებლობას შეისწავლის გამგეობის შესაბამისი სამსახური, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები და დასკვნას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს.“;

დ) დადგენილების თანდართული წესის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

 „მუხლი 5. სამსახურის მიერ დასკვნის მომზადება

4. სამსახური, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ლანჩხუთის რესურსცენტრთან ერთად სასწავლო წლის დასაწყისში მოიპოვებს ინფორმაციას სკოლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რომლებშიც ხორციელდება მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების პროგრამა და პროგრამის გაგრძელების შესახებ დასკვნას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს.;

     ე) დადგენილების თანდართული წესის მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

     „მუხლი 7. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება

21. მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების პროგრამის შემთხვევაში გამგებლის ბრძანებით განისაზღვრება სკოლების ჩამონავალი და მოძრაობის მარშრუტები. პროგრამის განხორციელების მიზნით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ფორმდება ხელშეკრულება.“;

 ვ) დადგენილების თანდართული წესის მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–21 პუნქტი:

     „მუხლი 8. ფულადი დახმარების გაცემა

21. მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების პროგრამის განხორციელების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების ანაზღაურება ხორციელდება ხელშეკრულების კონტროლის მიზნით შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.“.

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

    საკრებულოს თავმჯდომარე                  რ. ჩიტიძე