„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს N13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს N13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/04/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110506008, 13/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 14/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.112.016036
  • Word
14
29/04/2011
ვებგვერდი, 110506008, 13/05/2011
010260020.35.112.016036
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს N13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №14

2011 წლის 29 აპრილი

 ქ. ლანჩხუთი

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს 13 დადგენილებაში ცვლილებების  შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად,

1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს 13 დადგენილებაში (სსმ №16, 25.08.2010 წ., მუხ.436) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

) მე–13 მუხლის მე–2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13.

გ) ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციის, არქიტექტურისა და საპროექტო სამსახური.“;

) მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) სახანძრო-სამაშველო სამსახური.“;

გ) მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 14.

3. ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციის, არქიტექტურისა და საპროექტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება.“.

დ) მე-14 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის თავიდან აცილება, ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების წარმოება. სახანძრო-სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფა.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                          რ. ჩიტიძე