დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110506004, 11/05/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.122.016063 |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2011 წლის 29 აპრილი
ქ. წყალტუბო
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ წყალტუბოს მ უნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად , წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. „ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ წყალტუბოს მ უნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №10 დადგენილების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებ. გვერდი www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016060 თარიღი 04.04.2011 წელი) პრეამბულა შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციი თ:
„ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 201-204-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად“.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ წყალტუბოს მ უნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №10 დადგენილების მეორე მუხლი ს მეოთხე პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციი თ:
„4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი ერთ ჰექტარზე ლარებში:
ა. სათიბებისა და საძოვრებისათვის, ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში, შემდეგი ოდენობით:
| ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის დასახელება | ქონების გადასახადის განაკვეთი (ლარი/ჰა) | |
|
| სათიბები (მათ შორის გაკულტურებული) | საძოვრები(მათ შორის გაკულტურებული) |
|
|
|
|
| წყალტუბოს მუნიციპალიტეტი | 18 | 15 |
ბ. სხვა მიწებისათვის:
| № | მიწის კატეგორიები (მათ შორის, კარგი და მწირი ხარისხის) | ქონების გადასახადის განაკვეთი (ლარი/ჰა) |
|
1 | სახნავ მიწებზე: მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებულ მიწებზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული ან გამოსაყენებლად ნებადართული წყლის ფონდისა და ტყის ფონდის მიწებზე, დასახლებული პუნქტების ფარგლების გარეთ მდებარე მრეწველობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის, თავდაცვის, დაცული ტერიტორიებისა და სხვა არასასოფლო-სამეურნეო მიწის იმ ნაკვეთებზე, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენება, ქალაქის, დაბის, სოფლის, კურორტისა და სხვა ტიპის დასახლებათა ფარგლებში მდებარე მიწის ის ნაკვეთები, რომელთა მიზნობრივი დანიშნულება არ არის შეცვლილი და რომელთა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამელიორაციო ქსელებით დაკავებული მიწებზე და სხვა მიწებზე, რომელიც „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ითვლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებად. |
60 |
| 2 | საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო ნაკვეთებზე. | 0 |
“
3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ზაზა მეტრეველს.
4. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ.№ 11) კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. საღარეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები