„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4565-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110505018, 05/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 170020030.05.001.016292
  • Word
4565-Iს
19/04/2011
ვებგვერდი, 110505018, 05/05/2011
170020030.05.001.016292
„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1.სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15.07.1998, გვ. 5) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ გარიგების დამოწმებისას, რომელშიც ცვლილების შეტანას მოჰყვება მისი საგნის (ნივთის ან უფლების) ღირებულების ზრდა/შემცირება, გარიგების ღირებულებაა ის თანხა, რომლითაც გაიზარდა/შემცირდა გარიგების საგნის (ნივთის ან უფლების) ღირებულება..

2. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. მოთხოვნათა დათმობის ან ვალის გადაკისრების გარიგების დამოწმებისას, ან თავდაპირველ გარიგებაში თანხის გაზრდისას/ შემცირებისას გარიგების ღირებულებაა განუხორციელებელი უფლების და შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულება, ან ის თანხა, რომლითაც გაიზარდა/შემცირდა თავდაპირველი გარიგება..

3. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

6. სამკვიდროს მმართველის დანიშვნის მოწმობის გაცემისათვის, სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის თაობაზე მოწმობის გაცემისათვის, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების/სამკვიდრო მოწმობის გაუქმებისათვის საზღაური განისაზღვრება 10 ლარის ოდენობით..

4. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

 3. თუ ამ კანონის 291 მუხლის თანახმად დადასტურებული განცხადების ან მინდობილობის/რწმუნებულების გაუქმების (მოშლის) დამოწმება ან ცვლილების დადასტურება არ მოხდა პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, შესრულებული სანოტარო მოქმედებისათვის საზღაურის ოდენობაა ამ კანონის 291 მუხლით გათვალისწინებული საზღაურის ნახევარი..

5. 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

3. ფულის დეპოზიტზე მიღების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტით დადგენილი საზღაურის გარდა, ნოტარიუსის საზღაურია ასევე დეპოზიტზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის მთლიანი ოდენობა..

6. 291 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 291. პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის  საშუალებებით მიღებული განცხადების დადასტურებისათვის საზღაურის  ოდენობა

პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით მიღებული განცხადების, მინდობილობის/რწმუნებულების დადასტურებისათვის (ცვლილება/გაუქმება (მოშლა)) საზღაურის ოდენობა 50 ლარია..

 მუხლი  2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 19 აპრილი.

№4565-Iს