"ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4564-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110505017, 05/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250000.05.001.016291
  • Word
4564-Iს
19/04/2011
ვებგვერდი, 110505017, 05/05/2011
010250000.05.001.016291
"ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  მუხლი 1. „ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 22, 19.06.2007, მუხ. 194) შეტანილ იქნე ს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. ზედამხედველობის ორგანო სამართლებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, ხოლო „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიმართ – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გარეშე. ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (თანამდებობის პირი) „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღებიდან (გამოცემიდან) არა უგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა ზედამხედველობის ორგანოს აცნობებს ამ ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტებისა და მათი „ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოსაქვეყნებლად გაგზავნის თაობაზე.“ .

2. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 4. ზედამხედველობის ორგანო დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, ხოლო „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიმართ − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გარეშე. ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (თანამდებობის პირი) „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღებიდან (გამოცემიდან) არა უგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა ზედამხედველობის ორგანოს აცნობებს ამ ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტებისა და მათი „ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოსაქვეყნებლად გაგზავნის თაობაზე.“ .

 მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 16 მაისიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                             მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 19 აპრილი.

№4564-Iს