დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მანდატურობის კანდიდატების მოსამზადებელი კურსების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 373 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110505002, 06/05/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.034.016040 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/05/2011 - 01/05/2013)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი
ბრძანება №373–№58/ნ
2011 წლის 3 მაისი – 29 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მანდატურობის კანდიდატების მოსამზადებელი კურსების დამტკიცების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 481 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:
1. დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მანდატურობის კანდიდატების მოსამზადებელი კურსები დანართის შესაბამისად.
2. ბრძანება აქმოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
დ. შაშკინი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მანდატურობის კანდიდატების მოსამზადებელი კურსები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მანდატურობის კანდიდატების მოსამზადებელი კურსები შედგება შემდეგი თემატიკისაგან:
ა) ეფექტური კომუნიკაცია;
ბ) ბავშვის ფსიქოლოგია;
გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
დ) სისხლის სამართალი;
ე) ადამიანის უფლებები;
ვ) პირველადი სამედიცინო დახმარება;
ზ) ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება;
თ) საჯარო სკოლის სტრუქტურა;
ი) სამოქალაქო თავდაცვა;
კ) ინფორმატიკა;
ლ) საქმისწარმოება;
მ) ნარკოტიკული საშუალებები.
შენიშვნა:
ა) სწავლების მეთოდიკასა და საათობრივ დატვირთვას განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მანდატურობის კანდიდატების მოსამზადებელი კურსები ითვალისწინებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ მოსამზადებელი კურსების მიმდინარეობისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მანდატურობის კანდიდატების კვებას.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები