,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 61/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 04/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110504007, 04/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016098
  • Word
61/ნ
04/05/2011
ვებგვერდი, 110504007, 04/05/2011
040030000.22.022.016098
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №61/ნ

2011 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის  №44  ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

 მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის  №44  ბრძანებით (სსმ III, 30.01.2009, №11, მუხ. 114) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1.   სააგენტოს მიზნებია:

ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების, ასევე მინისტრის ბრძანების საფუძველზე განსაზღვრული    ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი  საჯარო სამართლის იურიდიული პირების  რეაბილიტაცია, მშენებლობა, ინვენტარითა და ტექნიკით მომარაგება;

ბ)       ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარება;

გ) თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სკოლის დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაციაში გატარება;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვა, აგრეთვე სკო­­ლის­გარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეეს­ტრე­­­­ბის წარმოება;

ვ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის წარმოება, კერძოდ: რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლების დირექტორების, დირექტორების მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მათი მოვალეობის შემსრულებელ მოადგილეებს, მოვალეობის სხვა შემსრულებლებს, სამეურვეო საბჭოს წევრებს  სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, შემდეგი პირობების დაცვით:

ვ.ა) მონაცემი რეგისტრირდება მისი წარდგენიდან 30 დღის ვადაში;

ვ.ბ) მონაცემი არ რეგისტრირდება, თუ დარღვეულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნები;

ვ.გ) მონაცემი რეგისტრირებულად მიიჩნევა, თუ   სააგენტო მის წარმდგენს 30 დღის ვადაში არ აცნობებს აღმოჩენილი კანონდარღვევის შესახებ;

ვ.დ) მონაცემი, რომელიც აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე განლაგებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უკავშირდება, რეგისტრირდება შესაბამისად აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარდგენის საფუძველზე.

ზ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტბრუნვის ორგანიზება და კონტროლი;

თ) იმ პირთა აღრიცხვა, რომელთაც სასამართლოს გამამ­ტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუა­ლე­ბის მოხმარებისათვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშეწყო­ბისათვის ან ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის ჩამო­ერთვათ პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებუ­ლება­ში საქმიანობის უფლება;

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

.  შაშკინი