„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კნონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კნონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3183
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/12/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 31/12/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 230.140.010.05.001.001.422
  • Word
3183
31/12/2003
სსმ, 33, 31/12/2003
230.140.010.05.001.001.422
„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კნონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998,  გვ. 227) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. დროებითი შემოტანა ან/და გატანის საბაჟო რეჟიმში საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი იბეგრება საბაჟო გადასახადით, იმ ოდენობით, რა ოდენობაც განსაზღვრულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტირებული (თავისუფალი მიმოქცევის რეჟიმში გაშვებული) საქონლის მიმართ.“.

2. მე-20 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2001 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს ნაწარმის (ნედლეულის გარდა) იმპორტი საბაჟო გადასახადით არ იბეგრება. თამბაქოს ნაწარმისათვის ნედლეული („ტრაპზონის“ ჯიშის თამბაქოს გარდა) 2004 წლის 31 დეკემბრამდე საბაჟო გადასახადით არ იბეგრება.“.

3. დანართი №1-ით გათვალისწინებული ცხრილის 1854-ე, 1858-ე და 1860-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1854

100110000

- ხორბალი მაგარი

0

0

0

1858

100190910

- - - ხორბალი რბილი და მესლინი სათესლე

0

0

0

1860

100200000

ჭვავი

0

0

0

                                                                                                                                           “.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი  ნინო ბურჯანაძე

თბილისი,

2003 წლის 31 დეკემბერი.

№3183-რს