დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ს.ს."ბათუმის ავტოსადგური" |
| მიღების თარიღი | 03/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110503038, 04/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
სს „ბათუმის ავტოსადგურის“ აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ
გაცნობებთ, რომ 2011 წლის 25 მაისს, დღის 14 საათზე, ბათუმში, მაიაკოვსკის ქ. №1-ში, ჩატარდება სააქციო საზოგადოება „ბათუმის ავტოსადგურის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 245415242) აქციონერთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1. საზოგადოების დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიში;
2. ცვლილებების შეტანა საზოგადოების წესდებაში.
3. სხვადასხვა.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.2 მუხლის შესაბამისად, კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შეგიძლიათ შეამოწმოთ კრებაში თქვენი მონაწილეობის უფლება დამოუკიდებელ რეგისტრატორთან: შპს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ჰაიდარ აბაშიძის 5/7.
კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე მაინც, შეგიძლიათ წარმოადგინოთ წერილობითი მოთხოვნა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.
დირექტორის მინდობილი პირი
ა. კბილაშვილი
2 მაისი 2011 წელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები