დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110503030, 10/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.108.016042 |
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №22
2011 წლის 29 აპრილი
ქ. სენაკი
„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
1. „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №5 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად“.
2. „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №5 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს ერთ-ერთი მოხელე.“;
ბ) დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო და სახელოვნებო დაწესებულებების მართვას;
გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების, კლუბების, ცენტრების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას;
დ) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლების დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ე) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი განათლებისა და კულტურის ობიექტების მართვას; მათი რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის პროგრამების პროექტების მომზადება; დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
ვ) წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავებას კულტურის, განათლების, საგანმანათლებლო, სკოლისგარეშე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად;
ზ) განათლებისა და კულტურის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას და განხორციელებას;
თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურისა და განათლების ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
ი) კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებათა ჩატარებას, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური და ხელოვნების სხვა დარგების ხელშეწყობას, ღონისძიებების დაგეგმვას;
კ) კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზებას;
ლ) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების (ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოლოგიური და ა.შ.) აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია;
მ) თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი პროფესიული ხელოვნებისა და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ტრადიციების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას;
ნ) ეროვნული სიმდიდრის დაცვას და პოპულარიზაციას, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფის, კულტურისა და განათლების სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას;
ო) საჭირო შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით, ამა თუ იმ დარგის სპეციალისტების მოწვევას;
პ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“;
გ) დებულების მე-4 და მე-5 მუხლები ამოღებულ იქნეს.
3. დადგენილება ძალაშია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ნარმანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები