დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 194 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110503009, 03/05/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240010.10.003.016354 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №194
2011 წლის 28 აპრილი
ქ. თბილისი
„რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 30 ერთეულით.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების:
ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი.“;
ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები:
„მ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ეროვნული/ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში;
ნ) საქმეთა მმართველი.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა
| სტრუქტურა, თანამდებობა | რაოდენობა |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრი | 1 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე | 1 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე | 1 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ეროვნული/ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში | 2 |
| დეპარტამენტის უფროსი | 3 |
| სამმართველოს უფროსი | 4 |
| მთავარი მრჩეველი | 11 |
| მრჩეველი | 2 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აღმასრულებელი თანაშემწე | 1 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე | 1 |
| მთავარი ბუღალტერი | 1 |
| საინფორმაციო ტექნოლოგიების ადმინისტრატორი | 1 |
| საქმეთა მმართველი | 1 |
| სულ | 30.“. |
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 მაისიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები