„შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნის, მისი დებულების დამტკიცებისა და ამ საბჭოში არსებული სამდივნოს უფლება-მოვალეობათა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის №345 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 193
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110503008, 03/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 30/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016353
  • Word
193
28/04/2011
ვებგვერდი, 110503008, 03/05/2011
040030000.10.003.016353
„შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნის, მისი დებულების დამტკიცებისა და ამ საბჭოში არსებული სამდივნოს უფლება-მოვალეობათა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის №345 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №193

2011 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

„შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნის, მისი დებულების დამტკიცებისა და ამ საბჭოში არსებული სამდივნოს უფლება-მოვალეობათა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის №345 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნის, მისი დებულების დამტკიცებისა და ამ საბჭოში არსებული სამდივნოს უფლება-მოვალეობათა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის №345 დადგენილებაში (სსმ, №148, 12/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს დებულების და ამ საბჭოში არსებული სამდივნოს უფლება-მოვალეობების მე-2 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„2. საბჭოს ხელმძღვანელობს/ხელმძღვანელობენ საბჭოს თავმჯდომარე/თანათავმჯდომარეები, რომელიც/რომლებიც:

 ა) უძღვება/უძღვებიან საბჭოს საქმიანობას;

 ბ) ამტკიცებს/ამტკიცებენ საბჭოს სამუშაო განრიგს;

 გ) იწვევს/იწვევენ და წარმართავს/წარმართავენ საბჭოს სხდომებს;

 დ) წარმოადგენს/წარმოადგენენ საბჭოს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

 ე) უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ საბჭოს ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების განხორციელებას.

 3. საბჭოს თავმჯდომარის/თანათავმჯდომარეების არყოფნის შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

 4. საბჭოს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, საბჭოს თავმჯდომარის/ თანათავმჯდომარეების გადაწყვეტილებით, ხოლო მისი/მათი არყოფნის შემთხვევაში – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის გადაწყვეტილებით. საბჭოს სხდომის მოწვევის უფლება აქვს საბჭოს თითოეულ წევრს.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 2 მაისიდან.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური