„შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნის, მისი დებულების დამტკიცებისა და ამ საბჭოში არსებული სამდივნოს უფლება-მოვალეობათა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის №345 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 193
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110503008, 03/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 30/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016353
  • Word
193
28/04/2011
ვებგვერდი, 110503008, 03/05/2011
040030000.10.003.016353
„შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნის, მისი დებულების დამტკიცებისა და ამ საბჭოში არსებული სამდივნოს უფლება-მოვალეობათა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის №345 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 193

2011 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნის, მისი დებულების დამტკიცებისა და ამ საბჭოში არსებული სამდივნოს უფლება-მოვალეობათა განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის 345 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნის, მისი დებულების დამტკიცებისა და ამ საბჭოში არსებული სამდივნოს უფლება-მოვალეობათა განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის 345 დადგენილებაში (სსმ, 148, 12/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს დებულების და ამ საბჭოში არსებული სამდივნოს უფლება-მოვალეობების მე-2 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

2. საბჭოს ხელმძღვანელობს/ხელმძღვანელობენ საბჭოს თავმჯდომარე/თანათავმჯდომარეები, რომელიც/რომლებიც:

 ა) უძღვება/უძღვებიან საბჭოს საქმიანობას;

 ბ) ამტკიცებს/ამტკიცებენ საბჭოს სამუშაო განრიგს;

 გ) იწვევს/იწვევენ და წარმართავს/წარმართავენ საბჭოს სხდომებს;

 დ) წარმოადგენს/წარმოადგენენ საბჭოს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

 ე) უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ საბჭოს ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების განხორციელებას.

 3. საბჭოს თავმჯდომარის/თანათავმჯდომარეების არყოფნის შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

 4. საბჭოს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, საბჭოს თავმჯდომარის/ თანათავმჯდომარეების გადაწყვეტილებით, ხოლო მისი/მათი არყოფნის შემთხვევაში – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის გადაწყვეტილებით. საბჭოს სხდომის მოწვევის უფლება აქვს საბჭოს თითოეულ წევრს.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 2 მაისიდან.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური