დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №52 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 55 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110503005, 04/05/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.124.016030 |
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №55
2011 წ ლის 2 მაისი
ქ. ბაღდათი
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №52 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად „ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 30 მარტის №52 დადგენილებაში შეტანილი იქნეს ცვლილებები და დამატებები :
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
№52 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-5 და მე -9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„მუხლი 5.
სათიბები და საძოვრების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) სათიბები (მათ შორის გაკულტურებული) – 17 ლარი;
ბ) საძოვრები(მათ შორის გაკულტურებული) – 13 ლარი“.
„მუხლი 9
ქონების გადასახადისგან გათავისუფლდეს:
ა) საცხოვრებელი სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;
ბ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ნაკვეთი.
გ) ავტოფარეხზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;
დ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საკარმიდამო ნაკვეთები (საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები).“.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 31 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. რობაქიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები