დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჯანმრთელობის დაცვის იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც, სახელმწიფოს მიერ 2010 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2011 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №442/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-20/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110503003, 03/05/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016069 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-20/ნ
2011 წლის 2 მაისი
ქ. თბილისი
,, ჯანმრთელობის დაცვის იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც, სახელმწიფოს მიერ 2010 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2011 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №442/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,ჯანმრთელობის დაცვის იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც, სახელმწიფოს მიერ 2010 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2011 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №442/ნ ბრძანებაში (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხ. 2558) ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. ბრძანების მე- 3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ა.ა) დასადები/გასაფორმებელი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხის ყოველთვიური მოცულობა განისაზღვროს 2011 წელს განსახორციელებელი პროგრამებისათვის დამტკიცებული ასიგნებების არა უმეტეს 1/12-ისა, გარდა ამ პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის ,,ა.ბ‘‘, ,,ა.ე”, , ,ა.ვ’’ და ,,ა.ზ“ ქვეპუნქტებ ით გათვალისწინებული გამონაკლისისა.“ .
2. ბრძანების მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის ,,ა.ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ე) 2011 წლის იანვარ-თებერვალ-მარტის თვეებში შენარჩუნებულ იქნეს „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის” რეფერალური დახმარების კომპონენტის ფარგლებში გაფორმებულ/გაგრძელებულ ხელშეკრულებებზე 2010 წლის სახელმწიფო პროგრამების განხორციელების/დაფინანსების პრინციპები.”.
3. ბრძანების მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტს დაემატოს „ა.ზ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ა.ზ) 2011 წლის თებერვლისა და მარტის თვეებში შენარჩუნებულ იქნეს „სამეანო მომსახურების” სახელმწიფო პროგრამის ,,ანტენატალური მეთვალყურეობის” და ,,მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობის” კომპონენტების ფარგლებში გაფორმებულ/გაგრძელებულ ხელშეკრულებებზე 2010 წლის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების/დაფინანსების პრინციპები.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ურუშაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები