დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 აგვისტოს №44 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110502055, 06/05/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.116.016053 |
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 23
2011 წლის 29 აპრილი
ქ. ცაგერი
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 აგვისტოს №44 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 აგვისტოს №44 დადგენილებაში (სსმ, 25/08/2010) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
მუხლი 1
1. დადგენილების დანართი №1-ის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად, განსაზღვრავს ცაგერის მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.“.
2. დადგენილების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) ეკონომიკური საკითხების სამუშაო ჯგუფი.“.
3. დადგენილების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. ეკონომიკური საკითხების სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე-2 მუხლის ,,ზ"–,,კ" პუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს .“.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ლეთოდიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები