დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის საჯარო და სისხლის სამართლის სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110502051, 02/05/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.22.027.016122 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/05/2011 - 15/05/2012)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება № 53
2011 წლის 2 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის საჯარო და სისხლის სამართლის სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის საჯარო და სისხლის სამართლის სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის საჯარო და სისხლის სამართლის სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. სამართალშემოქმედების დეპარტამენტის საჯარო და სისხლის სამართლის სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის აკადემიური ხარისხი);
ბ) ინგლისური ენის ცოდნა;
გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
დ) კომპიუტერული პროგრამების (microsoft word, internet, e mail, power point) ცოდნა.
3. სამართალშემოქმედების დეპარტამენტის საჯარო და სისხლის სამართლის სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (წიგნი პირველი, წიგნი მეორე და წიგნი მესამის ზოგადი ნაწილი და I-VII კარები);
გ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (ზოგადი ნაწილი);
თ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ი) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი (XXII და XXIII თავები).
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები