„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის #25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის #25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/04/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110502043, 05/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 28/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 120260000.35.165.016034
  • Word
6
29/04/2011
ვებგვერდი, 110502043, 05/05/2011
120260000.35.165.016034
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის #25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

201 1 წლის 29 აპრილი

ქ. საგარეჯო

 „ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „საგარჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №25 დადგენილებაში. სამსახურის დებულების მე-2 მუხლის 1 -ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური შედგება ორი განყოფილებისაგან:

ა) მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და გაწვევის განყოფილება;

ბ) სარეზერვო განყოფილება.“.

სამსახურის დებულების მე -3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3 სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები

3.1. მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და გაწვევის განყოფილების ფუნქციებია:

ა) მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისათვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება;

ბ) ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობა;

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;

დ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელება;

ე) ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა;

ვ) 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა;

ზ) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებაში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლი;

თ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება;

ი) გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებში წარდგენა;

კ) ხალხისა და სატრანსპორტო რესურსების მობილიზაცია; სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსების ხარჯზე საჯარისო-სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება;

ლ) სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემა იმ წვევამდელების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებს;

მ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება;

3.2. სარეზერვო განყოფილების ფუნქციებია:

ა) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის აღრიცხვის ორგანიზება);

ბ) აქტიურ ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში და დანაყოფებში გაგზავნა;

გ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზება;

დ) სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის წესებს;

ე) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება;“.

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

3. დაგენილება შეიძლება გასაჩივრდეს უშუალოდ ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. საგარეჯო, ნ. ფიროსმანის ქ . 4).

საკრებულოს თავმჯდომარე                   ი . ჭიაურელი