დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2011 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 დეკემბრის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110502041, 13/05/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.35.169.016045 |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2011 წლის 29 აპრილი
ქ. დედოფლისწყარო
,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2011 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 დეკემბრის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2011 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 დეკემბრის №61 დადგენილების დანართი 1-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 დეკემბრის №61 დადგენილებით დამტკიცებულ „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2011 წლის პროგრამის“ II თავის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პუნქტი 8. ხანძრით, მიწისძვით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული პირები და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონულ განყოფილებაში და სარეიტინგო ქულა 150 000 ან ნაკლებია.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. დადგენილების გასაჩივრება შეიძლება დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში (ქ. დედოფლისწყარო, ჰამლეტ გონაშვილის ქ. №2) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე ლ. ბაღაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები