დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის - გერბის და დროშის დამტკიცების თაობაზე

  • Word
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის - გერბის და დროშის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/04/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110502037, 13/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 010020000.35.169.016041
  • Word
7
29/04/2011
ვებგვერდი, 110502037, 13/05/2011
010020000.35.169.016041
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის - გერბის და დროშის დამტკიცების თაობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2011ლის 29 აპრილი

ქ. დედოფლისწყარო

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის - გერბის და დროშის დამტკიცების თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლისა და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს 2011 წლის 14 აპრილის № 26 წერილის (დასკვნის) შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 

1. დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სიმბოლოები: გერბი და დროშა თანდართული დანართის თანახმად;

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;

3. დადგენილების გასაჩივრება შეიძლება დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში              (ქ. დედოფლისწყარო, ჰამლეტ გონაშვილის ქ.№2) უშუალო ზინის მიყენებიდან სამი თვის ვადაში;

საკრებულოს თავმჯდომარე ლ. ბაღაშვილი

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის №7 დადგენილების დანართი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გერბი წარმოადგენს:

 გერბის ფარი გაკვეთილია, გადაკვეთილია და იყოფა ოთხ ნაწილად: I- ლურჯ ველზე ოქროს მთაზე მდგარი ოქროს აღჭურვილი ციხე-სიმაგრე, ორი კოშკით, რომელთა შორის გალავანზე აღმართულია ვერცხლის ხორუგვი, რომელზეც გამოსახულია მეფე თამარის წითელი ხელრთვა. ციხე-სიმაგრის სარკმლები და ნახევრად ღია კარიბჭის ველი მეწამულია. II-მეწამულ ველის ზედა ნაწილში მოთავსებულია ოქროს თასი, მის ქვემოთ ვერცხლის წყარო, დაბლა ოქროს მთა; III- ვერცხლის ველზე კამეჩის შავი თავი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი „დედოფლისწყარო“.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დროშა წარმოადგენს:

დროშა ვერტიკალურად გაყოფილია ორ ნაწილად ლურჯ და მეწამულ ველებად. ლურჯ ველი უჭირავს დროში 1/3, ხოლო მეწამულ ველს დროშის 2/3. ლურჯ და მეწამულ ველთა გადაკვეთაზე გამოსახულია ჰერალდიკური ფარი ვერცხლის ველზე მეფე თამარის მეწამული ხელრთვა (ფარის დაორება ზედა და ქვედა კიდეებთან წარმოადგენს დროშის სიმაღლის 1/5-ს.

დროშის პროპორციაა 2/3.