„საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მიღების (მათ შორის, კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 267
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110502035, 04/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016185
  • Word
267
02/05/2011
ვებგვერდი, 110502035, 04/05/2011
040030000.22.033.016185
„საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მიღების (მათ შორის, კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №267

2011 წლი2 მაისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მიღების (მათ შორის, კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის 257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მიღების (მათ შორის, კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №257 ბრძანებით (სსმ III, 31.03.2010, №33, მუხ. 545) დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ეს წესი ვრცელდება სამსახურის ცენტრალური აპარატის და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების (შემდგომში – სტრუქტურული ერთეული) თანამშრომლებზე (გარდა იმ თანამშრომლებისა, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი).“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი