„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის N634 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის N634 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 367
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110502032, 02/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.016039
  • Word
367
02/05/2011
ვებგვერდი, 110502032, 02/05/2011
140030000.22.034.016039
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის N634 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №3 67

2011 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართელოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების შესრულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 26 აპრილის 225 ბრძანებულებისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

  მუხლი 1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებით (სსმ III, 22.05.2006 წ., №69, მუხ. 873) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსი „პ“ პუნქტი:

„პ) უზრუნველყოს უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელება . ;

ბ) მე-10 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. II  სამმართველო:

ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება;  

ბ) საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება;                 

გ) საგზაო ზედამხედველობისა და მოძრაობის ორგანიზაციის განყოფილება . ; 

 გ) 111   მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 111

II სამმართველო:

ა) ახორციელებს  დეპარტამენტის სამართლებრივ უზრუნველყოფას;

ბ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების რეგულაციას;

გ) ახორციელებს საგზაო ზედამხედველობისა და მოძრაობის ორგანიზების უზრუნველყოფას;

დ) II სამმართველოში შემავალი სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება:

დ.ა)  თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებსა და პროექტებს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების და დამატებების შესატანად;

დ.ბ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავებაში;

დ.გ) განიხილავს შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს და ამზადებს სათანადო დასკვნებს;

დ.დ) განიხილავს დეპარტამენტის სხვადასხვა სამსახურებისა და სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;

დ.ე) მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე წარმოადგენს დეპარტამენტის ინტერესებს სასამართლოში;

დ.ვ) ახორციელებს დეპარტამენტის სამართლებრივ უზრუნველყოფის განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებეის გატარებას ;

ე) II სამმართველოში შემავალი საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება:

ე.ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საპატრულო პოლიციის საერთაშორისო საქმიანობის ორგანიზებას;

ე.ბ) კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას და გაღრმავებას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის შესაბამის უწყებებთან;

ე.გ) საპატრულო პოლიციის სახელით მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებში;

ე.დ) არალეგალური მიგრაციისა და სხვა ტრანსასაზღვრო დანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებთან და საზღვარგარეთის შესაბამის უწყებებთან;      

ე.ე) საქართველოს საზღვრის სამართლებრივი რეჟიმის დაცვისა და სამიგრაციო კონტროლის განხორციელების მიზნით, „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ვიზის სახელმწიფო საზღვარზე გაცემის შემთხვევაში უზრუნველყოფს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოში მოწვევის საკითხების განხილვას;

ე.ვ) უზრუნველყოფს უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ  გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას; 

ვ) II სამმართველოში შემავალი საგზაო ზედამხედველობისა და მოძრაობის ორგანიზაციის განყოფილება:

ვ.ა) აანალიზებს საავტომობილო გზებსა და ქუჩებში მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს, მათი გამომწვევი მიზეზების ლიკვიდაციისთვის იკვლევს საგზაო მოძრაობის პირობებს, არსებული წესით შეიმუშავებს ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზაციის გასაუმჯობესებლად გამიზნულ ღონისძიებებს;

ვ.ბ) საავტომობილო გზებისა და ქუჩების, საგზაო ნაგებობათა, რკინიგზის გადასასვლელების, საქალაქო ელექტროტრანსპორტის ქსელების, საინჟინრო კომუნიკაციების მშენებლობის, რეკონსრუქციის, აუცილებლობის შემთხვევაში კაპიტალური შეკეთების პროექტებს უთანხმებს შესაბამის სამსახურებს;

ვ.გ) მონაწილეობას იღებს საავტომობილო გზებისა და ქუჩების, საგზაო ნაგებობათა, რკინიგზის გადასასვლელების, საქალაქო ელექტროტრანსპორტის ქსელების, საინჟინრო კომუნიკაციების მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან კაპიტალური შეკეთების შემდეგ ექსპლუატაციაში მიმღები კომისიების მუშაობაში;

ვ.დ) საავტომობილო გზებსა და ქუჩებში, საგზაო ნაგებობებზე, რკინიგზის გადასასვლელების ნებისმიერი სამუშაოების შესრულებისას ახორციელებს ზედამხედველობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე;

ვ.ე) ითანხმებს საშიში, მსხვილგაბარიტიანი და მძიმეწონიანი ტვირთის გადატანას და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს;

ვ.ვ) მონაწილეობს საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკურ საშუალებათა პროექტების შემუშავებასა და საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის პროგრესული მეთოდების დანერგვაში .“.

  მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. მერაბიშვილი