საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4549-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110502030, 02/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016286
  • Word
4549-Iს
19/04/2011
ვებგვერდი, 110502030, 02/05/2011
200000000.05.001.016286
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19−22-ე ნაწილები:

„19 . სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი თავისუფლდება ამ კოდექსის 272 -ე, 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო ) გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულების შესრულებისგან, თუ იგი სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 2012 წლის 1 იანვრამდე , საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში წარადგენს სათანადო განცხადებას 2006 წლის 1 ივლისამდე კეთილსინდისიერად შეძენილი და სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე 2006 წლის 1 ივლისამდე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ და უზრუნველყოფს აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას.

20. საქონლის მფლობელი საქართველოს მოქალაქე თავისუფლდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო ) გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის, აგრეთვე ამ კოდექსის 272 -ე, 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან, თუ აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილია 2006 წლის 1 ივლისამდე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განხორციელებულა მისი წარდგენა და გაფორმება.

21. პირი თავისუფლდება ამ კოდექსის 272 -ე, 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო) გადასახადის , დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულების შესრულებისგან, თუ აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განხორციელდა 2007−2009 წლებში.

22. ამ მუხლის მე-19, მე-20 და 21-ე ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან ან ვალდებულებების შესრულებისგან გათავისუფლება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც სამართალდარღვევებისათვის გამოყენებული საგადასახადო სანქციები აღსრულდა „სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                     მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 19 აპრილი.

№4 549 I