თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

  • Word
თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8/44
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი 29/04/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110502020, 10/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 03/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.111.016086
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
8/44
29/04/2011
ვებგვერდი, 110502020, 10/05/2011
210020010.35.111.016086
თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
თვითმმართველი ქალაქი ფოთი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/05/2011 - 29/06/2011)

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს

დადგენილება №8/44

2011 წლის 29 აპრილი

ქ. ფოთი

თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22- მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის და ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის,  მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, ნორმატიული აქტების შესახებ” საქარველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

    მუხლი 1.

 განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე  მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებელი შემდეგი ოდენობით:

1. ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 (ერთი) ლარი;

2. საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 5 (ხუთი) ლარი.

    მუხლი 2.

დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე  მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია თანახმად დანართი №1-ისა.

    მუხლი 3.

 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ ფოთის საკრებულოს 2005 წლის 28 აპრილის №9/24 გადაწყვეტილება „ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ადგილობრივი სალიცენზიო და სატენდერო მოსაკრებლის განაკვეთის და გადახდის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“.

    მუხლი 4.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                  ი. საღინაძე

დანართი 1

 

თვითმმართველ ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე  მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია

    მუხლი 1. ზოგადი ნაწილი

1. მშენებლობის  (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებელი – შემდგომში ,,მოსაკრებელი“;  

2. მშენებლობის  (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვა – შემდგომში ,,მშენებლობის ნებართვა“  არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, გარკვეული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების სამარლებრივ საფუძველს.

3. მშენებლობის ნებართვა ადასტურებს, მისი მიღების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ნებართვაში მითითებულ ვადებში სამშენებლო სამუშაოების განხორციელების უფლებას.

    მუხლი 2. მშენებლობის ნებართვის გაცემის ობიექტი

მშენებლობის  ნებართვა გაიცემა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ობიექტებზე.

    მუხლი 3. მოსაკრებლის გადამხდელი და გადახდა

1. მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.

2. მოსაკრებელი ჩაირიცხება თვითმმართველი ქალაქ ფოთის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტში.

3. მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელია თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის მშენებლობისა და არქიტექტურის სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამსახური.

    მუხლი 4. მოსაკრებლისაგან გათავისუფლება

მოსაკრებლისაგან გათავისუფლებულია:

ა) სტიქიური უბედურებების შედეგად დაზიანებულ ობიექტთა მშენებლობა;

ბ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამშენებლო სამუშაოები.

    მუხლი 5. მოსაკრებლის განაკვეთი.

თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე მოსაკრებლის ოდენობაა:

ა)  განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 (ერთი) ლარი;

ბ) საკურორტო ზონაში (საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივნისის 655 ბრძანებულების „საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების ნუსხის შესახებ“ შესაბამისად) განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 5 (ხუთი) ლარი.

    მუხლი 6. მოსაკრებლის გამოანგარიშების წესი

მოსაკრებელი გამოიანგარიშება ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ფართის (კვადრატული მეტრებში) გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე.

    მუხლი 7. მშენებლობის ნებართვის გამცემი

თვითმმართველი ქალაქ ფოთის  ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას გასცემს თვითმმართველი ქალაქ ფოთის სარებულოს თავმჯდომარე.