„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/61 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 8/40
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი 29/04/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110502016, 10/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 02/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.111.016082
  • Word
8/40
29/04/2011
ვებგვერდი, 110502016, 10/05/2011
010250050.35.111.016082
„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/61 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი ფოთი

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს

დადგენილება №8/40

2011 წლის 29 აპრილი

ქ. ფოთი

„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/61 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

    მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილებები  თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებთვითმმართველ ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის 15/61 დადგენილებაში  (სსმ,  10/01/2011),  კერძოდ

1.  დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო - სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება, თანახმად დანართი 1-ისა”.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახური (შემდგომში სამსახური) არის თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მართვის მიზნით შექმნილი სტრუქტურული ერთეული, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიის ფარგლებში ახორციელებს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტას”.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურის გავლის წესს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ადგენს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო “.

    მუხლი 2.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                    ი. საღინაძე