„ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 3 აგვისტოს N9-48 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 3 აგვისტოს N9-48 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5-24
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი 29/04/2011
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110502015, 04/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 310060000.36.101.016042
  • Word
5-24
29/04/2011
ვებგვერდი, 110502015, 04/05/2011
310060000.36.101.016042
„ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 3 აგვისტოს N9-48 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №5-2 4

2011 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 3 აგვისტოს 9-48 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

 მუხლი 1. „ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 3 აგვისტოს №9-48 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესში“ შეტანილ იქნ ს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის:

ა) „თ“ქვე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საცნობი ნიშანი ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული M2 ან/და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისთვის ამ წესის შესაბამისად გაცემული ნიშანი”;

ბ) „ნ“ ქვე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად ზომიერად, მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი”.

2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული საცნობი ნიშნის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული პარკირების ადგილები უნდა იყოს გამოყოფილი და აღჭურვილი შესაბამისი საგზაო ნიშნებით, აგრეთვე საგზაო მონიშვნებით. ასეთი პარკირების ადგილებზე შეიძლება მხოლოდ ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის მატარებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირება.“.

3. მე-7 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სპეციალურ, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პარკირების ადგილზე ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის გარეშე“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის მატარებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება ნებადართულია ნებისმიერ ადგილზე, სადაც აკრძალული არ არის პარკირება.“

4. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. საცნობი ნიშნის გაცემა და საცნობი ნიშნის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება:

1. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს და მას დაურთოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად გაცემული პირის ზომიერად, მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ქსეროასლი, აგრეთვე ყველა სხვა ინფორმაცია, რომელსაც სამსახური ჩათვლის მიზანშეწონილად.

2. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული M2 ან/და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს და მას დაურთოს სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ქსეროასლი, აგრეთვე ყველა სხვა ინფორმაცია, რომელსაც სამსახური ჩათვლის მიზანშეწონილად.

3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე, მიუხედავად ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობებით დადასტურებული მის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა, საცნობი ნიშანი გაიცემა არა უმეტეს ორ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, დანართი №1-ი ს შესაბამისად.

4. საცნობი ნიშანი გაიცემა უსასყიდლოდ.

5. საცნობი ნიშანი მოქმედებს მისი გაცემიდან 2 წლის განმავლობაში, რის შემდეგ ახალი საცნობი ნიშანი გაიცემა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ხელახლა წარდგენის შემდეგ.

6. საცნობი ნიშანი დამაგრებული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების წინა ან უკანა საქარე მინაზე ისე, რომ უფლებამოსილი პირის მიერ შესაძლებელი იყოს მისი ამოკითხვა.

7. საცნობი ნიშანი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის, რომლისთვისაც ის გაიცა.

8. საცნობი ნიშნის მფლობელის მიერ ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში წერილობითი ფორმით წარდგენილი ახალი საცნობი ნიშნის აღების დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, მფლობელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია სამსახურში წარადგინოს ხელახლა, რის შემდეგაც ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ ახალი საცნობი ნიშანი გაიცემა 2 წლის ვადით.

9. საცნობი ნიშნის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში, მფლობელი ვალდებულია შესაბამისი ინფორმაცია დაუყონებლივ მიაწოდოს ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს.

10. თუ საცნობი ნიშანი ამ წესის შესაბამისად არ იქნება განთავსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე და მოხდება ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე, აღნიშნული შემთხვევა განიხილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებად.

11. საცნობი ნიშნის მოქმედება ვადამდე წყდება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) საცნობი ნიშანი მიღებულია არასწორი ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე;

ბ) საცნობი ნიშნის მფლობელმა საცნობი ნიშანი გადასცა სხვას;

გ) სატრანსპორტო საშუალება სხვის კუთვნილებაში გადავიდა;

დ) სხვა გარემოება ან ისეთი გარემოება, რისი არსებობის შემთხვევაშიც საცნობი ნიშანი არ გაიცემოდა“.

 მუხლი 2. გადაწყვეტილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე        ზ. სამადაშვილი

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პარკირების ადგილისთვის განსაზღვრული საცნობი ნიშნის ფორმა

საცნობი ნიშანი არის კვადრატის ფორმის 80X80 მმ (კუთხეებში მომრგვალებული), ლურჯ ფონზე (კიდეებზე თეთრი ზოლით) განთავსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის აღმნიშვნელი თეთრი ფერის სიმბოლ , ასევე ავტომანქანის ნომრისა და საცნობი ნიშნის მოქმედების ვადის აღმნიშვნელი რეკვიზიტებით.