სიღნაღის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების-გერბის და დროშის- დამტკიცების შესახებ

  • Word
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების-გერბის და დროშის- დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/04/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110502005, 10/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 010320010.35.168.016029
  • Word
11
29/04/2011
ვებგვერდი, 110502005, 10/05/2011
010320010.35.168.016029
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების-გერბის და დროშის- დამტკიცების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №11

2011 წლი29 აპრილი

ქ.სიღნაღი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული სიღნაღის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები (გერბი და დროშა).

1. დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გერბი და მისი აღწერილობა №1 დანართის შესაბამისად.

2. დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის დროშა და მისი აღწერილობა №2 დანართის შესაბამისად.

    მუხლი 2

 დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                          ზ. ზედელაშვილი

 

 

დანართი №1

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გერბი

 

 

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა

გერბის ფარი გაკვეთილია, გადაკვეთილი და იყოფა 4 ნაწილად. I ნაწილი -ლურჯი ველი- გაკვეთილია და იყოფა ორ ნაწილად-ლურჯ და ვერცხლის ველებად. ლურჯ ველს უჭირავს 2/3. მასზე მოთავსებულია წმინდა ნინოს ოქროს ჯვარი. წმინდა ნინოს ჯვარს შემოხვეული აქვს ოქროს ვაზი სამი ოქროს ფოთლითა და სამი ოქროს მტევნით. ვერცხლის ველს , რომელსაც უჭირავს 1/3, კვეთს სამი შემცირებული და ტალღისებური ლურჯი სარტყელი. II ნაწილი – მეწამულ ველზე ოქროს ფრთოსანი ცხენი, III ნაწილი – მეწამულ ველზე ოქროს ქვევრი (ჭური). IV ნაწილი, ლურჯ ველს კვეთს ერთკოშკიანი ციხესიმაგრის მსგავსი ოქროს სარტყელი, რომლის ზემოთ მოთავსებულია ოქროს გასაღები.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი-სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია სიღნაღი.

 

 

დანართი №2

სიღნაღის მუნიციპალიტეტის დროშა

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა

დროშა ვერტიკალურად, თანაბარ ნაწილებად არის გაყოფილი ლურჯ და მეწამულ ველებად. ლურჯ ველზე გამოსახულია წმინდა ნინოს ოქროს ჯვარი.

დროშის პროპორციაა 2:3.