,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სკოლის მანდატურის სამსახურის” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს N 74/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სკოლის მანდატურის სამსახურის” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს N 74/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 54/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 29/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110429019, 04/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 15/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016093
  • Word
54/ნ
29/04/2011
ვებგვერდი, 110429019, 04/05/2011
040030000.22.022.016093
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სკოლის მანდატურის სამსახურის” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს N 74/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №54/ნ

2011 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სკოლის მანდატურის სამსახურის” დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს №74/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სკოლის მანდატურის სამსახურის” დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს 74/ნ ბრძანებაში (სსმ III, 24.08.2010, №103, მუხ. 1554) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”;

ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თანდართული დებულება”;

გ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულება”;

დ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,,საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური” (შემდგომში – სამსახური) არის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ამოცანაა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა.”;

ე) ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. სამსახურის მიზნები, საქმიანობის საგანი და მოვალეობები

1. სამსახურის მიზანია:

ა) საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა/სტუდენტთა ჯანმრთელობისათვის და სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა;

ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებებში და მიმდებარე ტერიტორიაზე ჯანმრთელობისა და სიცხოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების, აგრეთვე ნარკოტიკული დანაშაულის აღკვეთა;

გ) მოზარდ მოსწავლეთა შორის ურთიერთდაპირისპირების აღმოფხვრა;

დ) საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე მოსწავლეთა/სტუდენტთა მიერ ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის ტარების, ალკოჰოლური და ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების აღმოფხვრა.

2. თავისი მიზნების მისაღწევად სამსახური:

ა) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულების შიდა და გარე პერიმეტრების კონტროლს;

ბ) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ და გამოვლენილ სამართალდარღვევებზე რეაგირებას, მის აღკვეთას და შესაბამის სამართალდამცავ ორგანოების ინფორმირებას (ცივი იარაღის ტარებ, ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვა-მოხმარებ, ჯანმრთელობის დაზიანებ, თამბაქოს რეალიზაციის წესის დარღვევ, წვრილმანი ხულიგნობ და სხვა ისეთი ქმედებები, რომელიც ხელყოფს საზოგადოებრივ წესრიგს და ხელს უშლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობას);

გ) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულების სამეურვეო საბჭოს, პედაგოგიური საბჭოს, დირექციის, მასწავლებლის, რექტორის და აკადემიური პერსონალის თხოვნით, სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეებთან/სტუდენტებთან ურთიერთობა, მათთან ინდივიდუალურ გასაუბრება, მათ ქცევაზე დაკვირვება და მათ კონტროლ;

დ) უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის/სტუდენტებისათვის სამოქალაქო თავდაცვასთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან და სისხლისსამართლებრივ დანაშაულებთან და მათ შედეგებთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება;

ე) უზრუნველყოფს მოსწავლეთა/სტუდენტთა მშობლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების დირექციის ინფორმირება სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა/სტუდენტთა ქცევის შესახებ;

ვ) უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებში (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მოსწავლეთა/სტუდენტთა, საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე და იქ მყოფი სხვა პირების დაცვა და მათ ევაკუაციისათვის ხელის შეწყობა;

ზ) უზრუნველყოფს დაპირისპირებულ მოსწავლეებს/სტუდენტებს შორის მედიატორის როლის შესრულება, კონფლიქტური სიტუაციის გამოვლენა და კონფლიქტის მოგვარება;

თ) აწარმოებს სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა/სტუდენტთა მშობლებთან შეხვედრებ;

ი) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესის შესრულების კონტროლ;

კ) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევების შესახებ სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებაში დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შედგენა და საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსისათვის წარდგენა;

ლ) ქმნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევების შესახებ ელექტრონულ საინფორმაციო ბაზა;

მ) დისციპლინური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენისა და ამოღების მიზნით უფლებამოსილია ჩაატაროს პირადი გასინჯვა;

ნ) კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში იყენებს სპეციალურ საშუალებებს.”;

ვ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის თანამშრომლებს, აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს.”;

ზ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. სახელმწიფო კონტროლი სამსახურის საქმიანობაზე

1. სამსახურის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.

2. სამსახურის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

3. სამსახურის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია.

4. სამსახურმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, სამსახურის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სამსახურის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

) სხვა გადაწყვეტილებები სამსახურის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

 6. სამსახურს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს, გაასხვისოს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 7. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სამსახურის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. შაშკინი