პირველი აუქციონის არშემდგრად გამოცხადების შესახებ

  • Word
პირველი აუქციონის არშემდგრად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს "3 მ ჯორჯია ავტოსერვისი"
მიღების თარიღი 29/04/2011
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110429018, 02/05/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
29/04/2011
ვებგვერდი, 110429018, 02/05/2011
პირველი აუქციონის არშემდგრად გამოცხადების შესახებ
შპს "3 მ ჯორჯია ავტოსერვისი"

ოქმი

შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ პირველი აუქციონის არშემდგარად გამოცხადების შესახებ

 

2011 წლის 18 აპრილს ჩანიშნული იყო პირველი აუქციონი შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ (საიდენტიფიკაციო კოდი 202211221) სამეურვეო მასაში არსებული ქონების რეალიზაციის მიზნით.

აუქციონზე გამოტანილი იყო შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ სამეურვეო ქონება ერთიანი კომპლექსის სახით, რომლის საწყისი ფასი, აუდიტორული კომპანია შპს „აუდიტ ცენტრი იბერიის“ 2011 წლის 14 მარტის აუდიტორული დასკვნის თანახმად შეადგენს 137 564.20 ლარს.

სამეურვეო ქონების შეძენის მსურველთა განცხადებების მიღება იწყებოდა ინფორმაციის გამოქვეყნების დღიდან და გრძელდებოდა 2011 წლის 16 აპრილამდე.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები ზემოაღნიშნულ ვადაში წარმოდგენილი არ ყოფილა და ამასთან თვით აუქციონზეც არავინ გამოცხადებულა, შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ პირველი აუქციონი გამოცხადდა არშემდგარად.

გაკოტრების მმართველი               ვ. კეკელიძე