დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ს.ს. "ბაზალტი" |
| მიღების თარიღი | 29/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110429017, 02/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
სს „ბაზალტის“ აქციონერთა საერთო კრების ჩანიშვნის შესახებ
2011 წლის 27 მაისს, 12:00 საათზე, ქ. თბილისში, პეტრიაშვილის №5-ში, მე-2 სართულზე გაიმართება სს „ბაზალტის“ აქციონერთა საერთო კრება.
დღის წესრიგი:
1. 2010 წლის ფინანსური ანგარიშებისა და წლიური შედეგების განხილვა, გაუნაწილებელი მოგების განკარგვა.
2. სს „ბაზალტის“ აქციონერის მიერ მისი კუთვნილი აქციების გასხვისება.
3. სს „ბაზალტის“ მიერ ბაზალტის დამუშავებისა და გამოყენების ახალი ტექნოლოგიებისა და მიმართულებების კვლევებში მონაწილეობის მიღება, წარმოების ახალი ტექნოლოგიების დანერგვა.
სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2011 წლის 27 აპრილი.
რეკომენდაციები:
საერთო კრების ეფექტური მუშაობის უზრუნველსაყოფად გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი მოსაზრებები დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით.
აქციონერებმა ინფორმაციისათვის შეუძლიათ მიმართონ საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორს, მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზირი 74ა, მე-7 სართული.
სს „ბაზალტის“ დირექტორი მ. ჩიტაძე
ტელ.: 890561499
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები