დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ" ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 07 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110429016, 11/05/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200010000.35.128.016052 |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2011 წლის 29 აპრილი
დაბა ხარაგაული
„ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 07 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საჭიროა
შეტანილ იქნეს ცვლილება „ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 07 მარტის №12 დადგენილებაში.
( საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი სარეგისტრაციო კოდი 2000 10000. 35.128.016044, 2011 წლის 22 მარტი).
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 07 მარტის №12 დადგენილებაში
1.დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) დადგინდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის შემდეგი წლიური საბაზისო განაკვეთები:
| ადმინისტრაციული ერთეული | სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი( ლარი/ჰა) |
| ||||
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი | ||||||
|
სახნავი
| სათიბი (მათ შორის გაკულტურებული) | საძოვარი (მათ შორის გაკულტურებული) | ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები | ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები | ||
| 53,5 | 17,5
| 12,5 | 20,0 | 3,0 | ||
“.
2. დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი), რომლის ფართობი არ აღემატება 50 კვმ-ს და ავტოფარეხები“.
მუხლი 3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 31 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაჭავარიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები