დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 294 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110429015, 29/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.026.016050 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №294
2011 წლის 28 აპრილი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებით (სსმ III, 24.11.2005 წ., №136, მუხლი 1515) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს „ცენტრის” სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსებსა და სხვა თანამშრომლებს, ხოლო დირექტორის მოადგილეებს, რომლებიც წარმოადგენენ სამოქალაქო პირებს, – საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით. „ცენტრის” დირექტორის მოადგილეებს, რომლებიც წარმოადგენენ სამხედრო მოსამსახურეებს, ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;” .
2. დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს:
ა) ,,გ1‘‘, ,,გ2‘‘ და ,,გ3‘‘ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
,,გ1) ახორციელებს „ცენტრის” მოსამსახურეების, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეების:
გ1.ა) ქვეყნის შიგნით მივლინებაში წარგზავნას;
გ1.ბ) შვებულებაში გაშვებას;
გ2) ახორციელებს „ცენტრის” მოსამსახურეების, გარდა სამხედრო მოსამსახურეებისა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში წარგზავნას;
გ3) სამინისტროს უფლებამოსილ თანამდებობის პირს წარუდგენს „ცენტრის” სამხედრო მოსამსახურეებს, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში წარგზავნის მიზნით;”;
ბ) „თ2” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„თ2) უფლებამოსილია „ცენტრის” ბიუჯეტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, „ცენტრის” საწარმოო პროცესში ჩართული თანამშრომლებისათვის, გარდა სამხედრო მოსამსახურეებისა, განსაზღვროს საათობრივი ან ნორმირებული ანაზღაურება”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. ახალაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები