ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის ზოგიერთი უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე

  • Word
ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის ზოგიერთი უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 192
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110429014, 02/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 010240080.10.003.016352
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
192
26/04/2011
ვებგვერდი, 110429014, 02/05/2011
010240080.10.003.016352
ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის ზოგიერთი უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/05/2011 - 10/10/2012)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 192

2011 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის ზოგიერთი უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტისა და სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად:

მუხლი 1. გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მიწის (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწებისა) განკარგვის, ქონების პრივატიზების, მშენებლობის ნებართვების გაცემისა და მიმდინარე მშენებლობებზე ზედამხედველობის განხორციელების, გზების, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების, სამთო-სათხილამურო და საბაგირო გზების განვითარებისა და მოვლა-პატრონობის, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურების მუშაობის უზრუნველყოფის, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების (პარკირება, დასუფთავება და ა.შ.) უფლებამოსილება 5 წლის ვადით, თანდართული ხელშეკრულების საფუძველზე, გადაეცეს ქ. თბილისის თვითმმართველ ერთეულს.

მუხლი 2. ამ დადგენილების პირველი მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უშუალოდ მისი ორგანოების ან/და მის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ.

მუხლი 3. გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესზე არ ვრცელდება მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57 დადგენილების 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის მოქმედება.

მუხლი 4. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად, ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა.

მუხლი 5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                      ნ. გილაური

 

დანართი

ხელშეკრულება

საქართველოს მთავრობის მიერ გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე განსახორციელებელი უფლებამოსილების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის დელეგირების შესახებ

წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია 2011 წლის ----- აპრილს, ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობასა (შემდგომში – მთავრობა) და, მეორე მხრივ, ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულს (შემდგომში – ქალაქი თბილისი) შორის.

 

1. ხელშეკრულების საგანი

1.1. მთავრობა 5 წლის ვადით ქალაქ თბილისს გადასცემს გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.

1.2. ქალაქი თბილისი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებას.

2. მხარეთა უფლება-მოვალეობები

2.1. მთავრობა ქალაქ თბილისს გადასცემს გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიებზე შემდეგ უფლებამოსილებებს: მიწის (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწებისა) განკარგვას, უძრავი ქონების პრივატიზებას, მშენებლობის ნებართვების გაცემასა და მიმდინარე მშენებლობებზე ზედამხედველობის განხორციელებას, გზების, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების, სამთო-სათხილამურო და საბაგირო გზების განვითარებასა და მოვლა-პატრონობას, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურების მუშაობის უზრუნველყოფას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი მომსახურების (პარკირება, დასუფთავება და ა.შ.) ორგანიზებას.

2.2. მთავრობას უფლება აქვს განახორციელოს ქალაქ თბილისისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე ზედამხედველობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ფინანსური უზრუნველყოფა

ქ. თბილისზე ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიზნობრივი ტრანსფერით, რომელიც გამოიყოფა გაწეული ხარჯების შესაბამისად.

 

საქართველოს მთავრობა                                              ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული