დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| `საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 190 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110429012, 29/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.016350 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №190
2011 წლის 21 აპრილი
ქ. თბილისი
„ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის № 39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის № 39 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2004 წელი, № 54, მუხლი 462) შეტანილ იქნეს ცვლილებები და მე-12 მუხლის:
1. პირველი პუნქტის „ ვ“ და „ ვ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ვ) სახელმწიფოს შიდა და საგარეო საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების ერთიანი რეესტრის წარმოებას, სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების მართვისა და მათზე წარმოქმნილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის, სასესხო დავალიანების დაზუსტების, სასესხო დავალიანების პატიების, სასესხო დავალიანების უიმედოდ აღიარებისა და ჩამოწერის თაობაზე საკითხის განხილვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიისათვის შესაბამისი მასალებისა და ინფორმაციის მომზადებას;
ვ1) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის თაობაზე „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიისათვის შესაბამისი მასალებისა და ინფორმაციის მომზადებას; ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის თაობაზე დასადები ხელშეკრულებისა და დაფარვის გრაფიკის მომზადებას და დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგს;“ .
2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 3. სახელმწიფო ხაზინა მისთვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს სახელმწიფო ხაზინაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ადმინისტრაციული სამმართველოს მეშვეობით, რომელთა დებულებას ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“ .
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 20 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები