პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურისა და პროფესიულ სტუდენტთა დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ

  • Word
პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურისა და პროფესიულ სტუდენტთა დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 188
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110429010, 02/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 19/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 430030000.10.003.016348
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
188
21/04/2011
ვებგვერდი, 110429010, 02/05/2011
430030000.10.003.016348
პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურისა და პროფესიულ სტუდენტთა დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/05/2011 - 15/03/2012)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 188

2011 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურისა და პროფესიულ სტუდენტთა დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავ­ლის საფასური და ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა დაფინან­სება განისაზღვროს შემდეგნაირად:

1. სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა იმ პროფესიული საგან­მა­ნათლებლო დაწესებულებების მიერ განხორციელებულ პრიორი­ტეტულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც   პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვას ახორციელებენ საინფორ­მაციო ცენტ­რე­ბის მეშვეობით.

2. პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრა­მების ჩამონათვალს და მათი დაფინანსების ზღვრულ ოდენობას ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. სხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის სა­ფასურს ადგენს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.

3. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ყო­ველთვიური საფასური არ უნდა აღემატებოდეს 250 ლარს.

4. სახელმწიფო ფარავს პრიორიტეტულ პროფესიულ საგანმა­ნათ­ლებლო პროგრამებზე სწავლის ღირებულების 80%-ს.

5. თუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა არ შედის პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში, პროფესიული სტუდენტი სწავლის საფასურს იხ­დის სრულად.

6. სახელმწიფო სრულად აფინანსებს პრიორიტეტულ პროფე­სიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე იმ პირთა სწავლას, რო­მელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუც­ვე­ლი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ საარსებო შემ­წეობის მისაღებად დადგენილ ზღვრულ ქულას.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                        ნ. გილაური