დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| `სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 184 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110429006, 02/05/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.016344 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №184
2011 წლის 21 აპრილი
ქ. თბილისი
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილებით (სსმ, 28.02.2011 წ.) დამტკიცებულ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. დანართი №1-ის პირველი მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 12,298,400 ლარის ოდენობით, ამ დანართის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მოყვანილი ცხრილის შესაბამისად .“.
2. დანართი №1-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროგრამისა და მისი ქვეპროგრამების (კომპონენტების) ბიუჯეტი განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
| № | სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის ქვეპროგრამები (კომპონენტები) | ბიუჯეტი (ლარებით) |
| 1 | მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად ფინანსური უზრუნველყოფის ქვეპროგრამა |
1,706,800 |
| 2 | მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა | 240,000 |
| 3 | დღის ცენტრების ქვეპროგრამა | 2,890,800 |
| 4 | მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა საოჯახო ტიპის მომსახურებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა | 4,353,185 |
| 5 | მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა | 99,000 |
| 6 | ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა | 71,415 |
| 7 | ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ინსტიტუციური პატრონაჟის ქვეპროგრამა | 540,000 |
| 8 | შშმ პირთა სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა | 324,000 |
| 9 | დასვენება-გაჯანსაღებისა და საკურორტო რეაბილიტაციის ქვეპროგრამა | 94,500 |
| 10 | ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის (რეაბილიტაციის) ქვეპროგრამა | 656,700 |
| 10.1 | დადგენილების დანართი 1.10-ის (ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის (რეაბილიტაციის) ქვეპროგრამა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის | 626,700 |
| 10.2 | დადგენილების დანართი 1.10-ის (ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის (რეაბილიტაციის) ქვეპროგრამა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის | 30,000 |
| 11 | მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა | 40,000 |
| 12 | გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა | 86,400 |
| 13 | ბავშვთა ასაკის განვითარების დარღვევების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის ქვეპროგრამა | 108,000 |
| 14 | დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა | 1,032,600 |
| 14.1 | სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი | 196,000 |
| 14.2 | საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი | 263,400
|
| 14.3 | სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი | 487,700 |
| 14.4 | კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი | 85,500 |
| 15 | პროგრამის მონიტორინგის ქვეპროგრამა | 39,000 |
| 16 | ყრუ-მუნჯების კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა | 16,000.“. |
3. დანართი 1.10 -ის მე -4 მუხლის 31 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსათვის არა უგვიანეს ყოველი თვის 15 რიცხვამდე წარდგენილი ანგარიში, რომლის ფორმასაც განსაზღვრავს სააგენტო.“.
4. დანართი 1.14 -ის მე -3 მუხლის მე -3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. დანართი 1.15 -ის მე -2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები
ქვეპროგრამა ითვალისწინებს დანართი 1.2-ით, დანართი 1.3-ით, დანართი 1.4-ით, დანართი 1.5-ით, დანართი 1.6-ით, დანართი 1.7-ით, დანართი 1.8-ით, დანართი 1.9-ით, დანართი 1.10-ით, დანართი 1.11-ით, დანართი 1.12-ით, დანართი 1.13-ით, დანართი 1.14.1-ით, დანართი 1.14.2-ით, დანართი 1.14.3-ით, დანართი 1.14.4-ითა და დანართი 1.16 -ით დამტკიცებული ქვეპროგრამებით (კომპონენტებით) განსაზღვრული ღონისძიებებისა და წინა წლების სახელმწიფო პროგრამების ანალოგიური ქვეპროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობის, დასახული ამოცანების მიღწევისა და დამტკიცებულ სტანდარტებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისობის შეფასებას რაოდენობრივი ან თვისებრივი კვლევების მეშვეობით.“ .
6. პროგრამას დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი 1.16 :
„დანართი 1.16
ყრუ-მუნჯების კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა
მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა
ქვეპროგრამის ამოცანაა სურდოთარჯიმნების მომსახურებით უზრუნველყოფის გზით სამიზნე ჯგუფის სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.
მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები
ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:
ა) საქართველოს რეგიონების (თბილისის გარდა) სურდოთარჯიმნებით უზრუნველყოფას მინიმუმ რვა რეგიონში (თითოეულ რეგიონში მინიმუმ ერთი სურდოთარჯიმანი);
ბ) აღნიშნული სურდოთარჯიმნების მომსახურების შესახებ ინფორმაციის განთავსებას ძირითად საჯარო დაწესებულებებში (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, საქართველოს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებში;
გ) სურდოთარჯიმნის მეშვეობით ყრუ-მუნჯი პირების სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი სხვადასხვა მომსახურებების შესახებ ინფორმირებას.
მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი
ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოში მცხოვრები ყრუ-მუნჯი პირები.
მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. ბიუჯეტი განისაზღვრება დანართი №1-ის მე -3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
2. შესაბამის მომსახურებას შეისყიდის სააგენტო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და ამ დანართის მე -7 მუხლის გათვალისწინებით.
3. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებისათვის საჭირო პროცედურების დაწყებას უზრუნველყოფს 2011 წლის 1 მაისამდე.
მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი
ქვეპროგრამის ფარგლებში მიმწოდებელია მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შერჩეული ორგანიზაცია.
მუხლი 6. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამას განახორციელებს სააგენტო.
მუხლი 7. ქვეპროგრამის განხორციელების ვადა
2011 წლის პირველ მარტამდე ქვეპროგრამა ხორციელდება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახის მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის 2010 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №442/ნ ბრძანების „ყრუ-მუნჯების კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ხოლო ამის შემდგომ ქვეპროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება ამ დანართის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით.
მუხლი 8. ქვეპროგრამის შეფასება
ქვეპროგრამის შეფასება განხორციელდება დანართი 1.15 -ით განსაზღვრული მონიტორინგის ქვეპროგრამის ფარგლებში .“ .
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 21 აპრილიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები