დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| პირველი აუქციონის განაცხადი | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | შპს "აჭარინვესტი" |
| მიღების თარიღი | 28/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110428016, 29/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
პირველი აუქციონის განაცხადი
„გადახდისუუნარობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, შპს „აჭარინვესტის“ გაკოტრების მმართველი, ფიზიკური პირი, დიმიტრი ბლიაძე აცხადებს აუქციონს შპს „აჭარინვესტის“ (იურიდიული მისამართი: ბათუმი, რუსთაველის ქუჩის გაგრძელება (ნუროლის ქუჩა); ს/კ 206253604) სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით გაყიდვის მიზნით.
აუქციონი ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ბათუმი, ზღვისპირა პარკი, ბათუმის ჩოგბურთის კლუბის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართული _ 2011 წლის 17 მაისს, 11:00 სთ-ზე.
აუქციონზე იყიდება შპს „აჭარინვესტის“ კუთვნილი/ბალანსზე არსებული შემდეგი უძრავი და მოძრავი ქონება და დებიტორული მოთხოვნების საზოგადოების სასარგებლოდ მათ შორის (დამოუკიდებელი ექსპერტ-აუდიტის მიერ მოწოდებული დასკვნის საფუძველზე ქონების ღირებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით) :
მასალები და მოძრავი ქონება (მდებარეობს ბათუმში, რუსთაველის ქუჩის გაგრძელება, ნუროლის ქუჩა)
ჯამში: 67 526,96 ლარი
დებიტორული მოთხოვნები საზოგადოების სასარგებლოდ | |||||||||||||||
| 731494,39 ლარი (საზოგადოების საბუღალტრო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით) | |||||||||||||||
|
| |||||||||||||||
აუქციონზე გასაყიდი სამეურვეო ქონების საწყისი ფასია 2.260.043.85 (ორი მილიონ ორას სამოცი ათას ორმოცდასამი ლარი და ოთხმოცდახუთი თეთრი) ლარი.
აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველმა გაკოტრების მმართველს უნდა მიმართოს; არა უგვიანეს 2011 წლის 16 მაისის 18 საათისა, განაცხადით შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი ზღვისპირა პარკი, ბათუმის ჩოგბურთის კლუბის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართული (ტელ.: 871 33 17 74), აუქციონში მონაწილეობის თაობაზე და წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
ა) დოკუმენტი სამეურვეო ქონების საწყისი ფასის 10 პროცენტის ბეს სახით საზოგადოების ანგარიშზე განთავსების თაობაზე ან წარმოადგინოს საბანკო გარანტია სამეურვეო ქონების საწყისი ფასის 10 პროცენტის ოდენობით, რომლითაც მოხდება აუქციონზე დაფიქსირებული შესყიდვის ფასის გადახდის უზრუნველყოფა. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 15 საბანკო დღისა;
ბ) იურიდიული პირის მიერ აუქციონში მონაწილეობის შემთხვევაში პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და კომპანიის გადაწყვეტილება ქონების აუქციონზე შესყიდვის თაობაზე;
გ) პირადობის მოწმობა.
გაკოტრების მმართველი ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტების სრულყოფილებას, რის შემდეგაც რეგისტრაციაში ატარებს განაცხადს და აფიქსირებს მიღების დროს.
აუქციონის დანიშვნის შესახებ გაკოტრების მმართველის მიერ გამოქვეყნებულ განაცხადში მითითებული დროის შემდეგ მონაწილეთა განცხადებების მიღება წყდება.
აუქციონზე გამარჯვების კრიტერიუმია მაქსიმალური ფასის შეთავაზება, მაგრამ არანაკლებ საწყისი ფასისა.
აუქციონზე ქონების რეალიზაციის შემთხვევაში ქონების შემძენს ევალება გაკოტრების მმართველის ანგარიშზე (მიმართეთ გაკოტრების მმართველს) შეიტანოს გადასახდელი თანხა სრულად 20 საბანკო დღის განმავლობაში, რომლის შემდეგაც შემძენს, დადგენილი წესით, წარმოეშობა საკუთრების უფლება.
თუ შემძენი აუქციონის პირობებით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდის ქონების ფასს, აუქციონის შედეგები ანულირდება, გადახდილი ბე არ დაუბრუნდება ან ამოქმედდება საბანკო გარანტია.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები