„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 260
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110428012, 03/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016182
  • Word
260
27/04/2011
ვებგვერდი, 110428012, 03/05/2011
200090000.22.033.016182
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №260

2011 წლი27 აპრილი

ქ. თბილისი

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2010 წლის 31 დეკემბრის 996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 996 ბრძანებით (სსმ 3.01.11.) დამტკიცებული ინსტრუქციის 67-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 67. დღგ-ისაგან გათავისუფლებული ოპერაციების დაბეგვრის უფლების გამოყენება

1. გადასახადის გადამხდელი ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისაგან გათავისუფლებული ოპერაციების დაბეგვრის უფლების გამოყენების მიზნით მიმართავს საგადასახადო ორგანოს დანართი III-20 ფორმის განცხადებით.

2. დღგ-ის განთავისუფლების მიზნებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო მომსახურება მოიცავს ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრული ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის, კონტეინერებისა და ვაგონების) საქართველოს ფარგლების გარეთ გაგზავნის (დაბრუნების) მიზნით გაწეულ ამ სატრანსპორტო საშუალებების დატვირთვის, გადმოტვირთვისა და შენახვის მომსახურებას..

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი