„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/04/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110428009, 05/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.153.016062
  • Word
34
27/04/2011
ვებგვერდი, 110428009, 05/05/2011
210020010.35.153.016062
„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება 34

2011 წლის 27 აპრილი

. მცხეთა

,,მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების                                                                                                                               შემოღების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 22- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე,

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28  მარტის   30 დადგენილებაში, კერძოდ:

1. დადგენილებით დამტკიცებული 1  დანართის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებულ იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.

2.  დადგენილებით დამტკიცებული 1   დანართის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდათავის საცხოვრებელ ადგილზე ერთ თვეზე  მეტი  ვადით არყოფნის (არცხოვრების) შემთხვევაში, უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირებ, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს წერილობით, რომელშიც დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის არყოფნის ვადა.

3.  დადგენილებით დამტკიცებული 1   დანართის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მოსაკრებლის გადამხდელი ობიექტის მესაკუთრე/მოსარგებლე ვალდებულია სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის შეჩერების, ან შეწყვეტის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტს წარუდგინოს დარიცხული მოსაკრებლის  კორექტირების/შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი, დამოწმებული შესაბამისი ორგანოების მიერ.

4.   დადგენილებით დამტკიცებული 1   დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტების ნუმერაცია შეიცვალოს  და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ვ“.

5.   დადგენილებით დამტკიცებული  4     დანართში ,ქვითრის ფორმაში შეტანილ იქნეს ცვლილება და  ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის“ ნაცვლად, ჩაიწეროს ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივ მოსაკრებელთა განყოფილება“.

მუხლი 2.  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                         ა. კალანდაძე