დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის 2011 წლის სოციალური დახმარების პროგრამის“ შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110428007, 05/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.35.153.016060 |
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №32
2011 წლის 27 აპრილი
ქ. მცხეთა
„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის 2011 წლის სოციალური დახმარების პროგრამის’’ შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის № 16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე,
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1. შეტანილი იქნეს ცვლილებები ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის 2011 წლის სოციალური დახმარების პროგრამის’’ შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის № 16 დადგენილებაში, კერძოდ,
1. დადგენილების სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის 2011 წლის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ’’
2. დადგენილებაში ქვეპუნქტების თანმიმდევრობა მიეთითოს ქართული ანბანის თანმიმდევრობით (ა,ბ,გ,დ,ე და ა.შ)
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. კალანდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები