დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის და ნებართვების ფორმების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110428002, 03/05/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300310000.22.025.016013 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/05/2011 - 02/07/2013)
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №19
2011 წლის 27 აპრილი
ქ. თბილისი
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის და ნებართვების ფორმების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2011 წლის 11 მარტის №4385 კანონის მე-2 მუხლის მე-19 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი №1).
2. დამტკიცდეს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვების შემდეგი ფორმები:
ა) „ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების ან რადიაქტიური ნარჩენების შეძენის ნებართვა” (დანართი №2);
ბ) „ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიული ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეული), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების, ან ნოუ-ჰაუების ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვა” (დანართი №3).
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 30 ნოემბრის №484 ბრძანება „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ”;
ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 19 ივნისის №471 ბრძანება „ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების ან რადიაქტიური ნარჩენების შეძენის ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ”
გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 19 ივნისის №470 ბრძანება „ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების, ან ნიუ-ჰაუების ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ”.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის პირველი მოადგილე
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მ. ვალიშვილი


დანართი №2

საქართველო
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო
ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიურ ი ნივთიერებების ან რადიაქტიური ნარჩენების შეძენის
ნ ე ბ ა რ თ ვ ა N
ნებართვის მფლობელი: __________________________________________________________________
პირის დასახელება, იურიდიული მისამართი, ლიცენზიის ნომერი
__________________________________________________________________________________________
საქმიანობის სახე, რომელზედაც გაიცა ნებართვა: ____________________________________________
_________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________
ნებართვის უწყებრივ რეესტრში შეტანის თარიღი :
______________ წლის _______ _________________________
ნებართვის მოქმედების ვადა:
____________________________ -დან __________________________ -მდე
ნებართვის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და
ბუნებრივი რესურსების სამინისტროს
უფლებამოსილი წარმომადგენელი
______________________________ ____________________________
ბ.ა. ბ.ა.
დანართი №3

საქართველო
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო
ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიურ ი ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩე ნების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრთვე ბირთვული ტექნოლოგიების, ან ნოუ-ჰაუების ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის
ნ ე ბ ა რ თ ვ ა N
ნებართვის მფლობელი : ___________________________________________________________________
პირის დასახელება, იურიდიული მისამართი, ლიცენზიის ნომერი
_________________________________________________________________________________________
საქმიანობის სახე, რომელზედაც გაიცა ნებართვა :
_________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________
ნებართვის უწყებრივ რეესტრში შეტანის თარიღი :
______________ წლის _______ _________________________
ნებართვის მოქმედების ვადა:
______________________ -დან __________________________ -მდე
ნებართვის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და
ბუნებრივი რესურსების სამინისტროს
უფლებამოსილი წარმომადგენელი
______________________________ ____________________________
ბ.ა.
ბ.ა.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები