დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ს.ს."წყალმშენი-1" |
| მიღების თარიღი | 27/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110428001, 29/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
შ ე ტ ყ ო ბ ი ნ ე ბ ა
სააქციო საზოგადოება „წყალმშენი-1“-ის აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
სააქციო საზოგადოება „წყალმშენი-1“-ის სამეთვალყურეო საბჭო იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2011 წლის 19 მაისს, 18 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქალაქი თბილისი, პეკინის ქუჩა №34, მე-3 სართული, ოთახი 325.
სააქციო საზოგადოება „წყალმშენი-1“-ის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2011 წლის 18 აპრილი.
დღის წესრიგი:
1. 2010 წლის შედეგები;
2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევნები;
3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ანაზღაურების შესახებ;
4. ბალანსზე არსებული ქონების რეალიზაციის შესახებ.
დღის წესრიგის საკითხების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „წყალმშენი-1“-ის ადმინისტრაციაში, ხოლო განმარტებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს წარდგენილი ადმინისტრაციაში საერთო კრებამდე 10 დღით ადრე პირადად.
სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციებს უწევენ, რომ აქციონერებმა მხარი დაუჭირონ დღის წესრიგში აღნიშნული საკითხების დადებითად გადაწყვეტას.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან:
ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2011 წლის 18 აპრილის მდგომარეობით და საერთო კრებაზე წარმოადგენენ საკუთარ პირადობის მოწმობას.
აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს „წყალმშენი-1“-სს რეგისტრატორთან შპს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74ა, ტელ.: 22-53-51, 91-31-42.
სს „წყალმშენი-1“-ის გენერალური დირექტორი რ. ქვრივიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები