დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 256 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110427030, 27/04/2011 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 27/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.033.016180 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №2 56
2011 წლის 27 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებით (სსმ III, 16.10.2007, №144, მუხლი 1602) დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის“ პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალურ აპარატში და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში (გარდა, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო სამსახურისა) სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.
2. ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სტაჟირების გავლის უზრუნველსაყოფად მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ფინანსთა სამინისტროს აკადემიას. “.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 27 აპრილიდან.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები