”განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 24 აგვისტოს №1-1/823 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1-1/629
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 20/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110427022, 28/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 330010000.22.024.016071
  • Word
1-1/629
20/04/2011
ვებგვერდი, 110427022, 28/04/2011
330010000.22.024.016071
”განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 24 აგვისტოს №1-1/823 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/629

2011 წლის 20 აპრილი

. თბილისი

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 24 აგვისტოს №1-1/823 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე” 2010 წლის 29 ივნისის საქართველოს კანონის (№3153-რს)  პირველი მუხლის „ა” ქვეპუნქტის, მე-2 მუხლის მე-10 პუნქტისა და ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების  მშენებლობის  პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების  დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს  ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 24 აგვისტოს №1–1/823 ბრძანებით (სსმ III, 25.08.2006, №113, მუხ. 1552) დამტკიცებულ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების  მშენებლობის  პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების  დროებით წესში   შეტანილ იქნეს  ცვლილება და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) იმ შემთხვევაში, როდესაც განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვას III სტადიაზე გასცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ექსპერტის/საექსპერტო ორგანიზაციის მონაცემები გადაეგზავნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესათანხმებლად, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-12 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად”.

მუხლი 2.  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ქობალია