,,ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის #29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის #29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/04/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110427013, 04/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 08/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.143.016066
  • Word
37
26/04/2011
ვებგვერდი, 110427013, 04/05/2011
280120000.35.143.016066
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის #29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 37

2011 წლის 26 აპრილი

ქ. ხაშური

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის №29 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) საცხოვრებელი ადგილი – პირის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრირებულია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, ხოლო უმისამართოდ რეგისტრირებული პირისათვის – სარგებლობაში არსებული ფართობი, რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი დანიშნულებით“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3, მე-4, მე-5 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. უფასო სასადილოში ბენეფიციართა რაოდენობა

უფასო სასადილოში დასარეგისტრირებელ ბენეფიციართა საერთო რაოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 120 ბენეფიციარით.

    მუხლი 4. ბენეფიციართა რეგისტრაცია

1. უფასო სასადილოში ბენეფიციარად რეგისტრაციის მიზნით პირი განცხადებით მიმართავს მუნიციპალიტეტის გამგეობას. განცხადებას თან უნდა ახლდეს მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები.

2. გამგეობა განცხადებას განიხილავს 15 დღის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

    მუხლი 5. ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმები

1. ბენეფიციარად რეგისტრირდება პირი, რომლის ოჯახიც აღრიცხულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს ფულად დახმარებას ან მოპოვებული აქვს ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობის უფლება, ასევე მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერი.

2. გამგეობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის შესახებ, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ მისი შემოსავალი ნაკლებია საარსებო მინიმუმზე და მოკლებულია შესაძლებლობას დამოუკიდებლად უზრუნველყოს მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.

3. გამგეობის მიერ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, საკითხს განიხილავს და შესაბამის დასკვნას გასცემს საკრებულოს კომისია.

    მუხლი 8. გარდამავალი დებულებები

1. პირი, რომელიც აღნიშნული წესის ამოქმედებამდე სარგებლობდა უფასო სასადილოს მომსახურებით ბენეფიციარად შეიძლება დარეგისტრირდეს გამგეობის მიერ მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის გარეშე.

2. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მე-7 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი, გამგეობა იღებს გადაწყვეტილებას მე-8 მუხლის პირველი პუნქტით მითითებული პირის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                                დ. ლომიძე