დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთებისშესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 თებერვლის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110427009, 04/05/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200230000.35.143.016062 |
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 33
2011 წლის 26 აპრილი
ქ. ხაშური
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 თებერვლის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 თებერვლის №17 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4, მე-5 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 4
სახნავი (კარგი და მწირი ხარისხის) და სხვა კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე (გარდა მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიწებისა) ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია – 79 ლარი.
მუხლი 5
სათიბებისა და საძოვრების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) სათიბებზე (მათ შორის, გაკულტურებული სათიბებისთვის) – 19 ლარი;
ბ) საძოვრებზე (მათ შორის, გაკულტურებული საძოვრებისათვის) – 15 ლარი.
მუხლი 9
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული და მრავალბინიან სახლებში მცხოვრები ფიზიკური პირების თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. ლომიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები